გაკვეთილის გეგმა
მასწავლებლის სახელი,
გვარი: ლამზირა ანდღულაძე;
საგანი: მუსიკა
სწავლების საფეხური/კლასი:
დაწყებითი, VI კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა: 12
გაკვეთილის თემა:
სოლფეჯიოს
გაკვეთილი-მცირე ოქტავის ნოტები, ქართული რომანსი
გაკვეთილის მიზანი:
შეძლოს ნოტების წერა ვიოლინოსა და ბანის გასაღებში, ტაშით და კაკუნით გადმოსცეს მოცემული
რიტმული ნახაზი, მუსიკალური ნაწარმოების მოსმენის შემდეგ გადმოსცეს თავისი შთაბეჭდილება,
გაეცნოს მსოფლიო და ქართული მუსიკალური ხელოვნები წარმომადგენლებს.
წინარე ცოდნა:
1.
მოსწავლეებმა იციან ვიოლინოს გასაღებში ნოტების წერა;
2.
შეუძლიათ გადმოსცემ მარტივი რიტმული ნახაზი.
გამოყენებული რესურსები: ფორტეპიანიო, დაფა, კომპიუტერი,
აუდიო დისკი, ფანქარი, ჟღარუნა,
შეფასება: განმსაზღვრელი შეფასების სქემა.
გაკვეთილის მსვლელობა, 45 წუთი
N
|
აქტივობის
აღწერა
|
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
|
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
|
სასწავლო რესურსები
|
დრო (წთ)
|
1
|
მასწავლებელი ესალმება კლასს, ამოიკითხავს სიას, გააცნობს მოსწავლეებს
გაკვეთილის თემას, მიზნებს და შეფასების კრიტერიუმებს და უკონკრეტებს რომ გაიხსენებენ
განვლილ მასალას სანოტო დამწერლობის შესახებ, შეისწავლიან მცირე ოქტავის ნოტებს და
გაეცნობიან ქართული საფორტეპინო სკოლის ფუძემდებლის ალიოზ მზანდარის შემოქმედებას.
|
ვერბალური ახსნა
|
მთელი კლასი
|
დაფა
|
5 წთ
|
2
|
მასწავლებელი ამოწმებს მოსწავლეთა წინარე ცოდნას და სვამს კითხვებს:
როგორ გამოსახავდნენ შუა საუკუნეებში ნოტებს, თხოვს მათ გამოსახონ ნევმები ისეთი
როგორიც მათ წარმოუდგენიათ. ეკითხება რას გამოიყენებდა რომის პაპი გრიგორი დიდი ნევმებთან
ერთად. იყო თუ არა ნევმები მოსახერხებელი ნაწარმოების ჩასაწერად. ვინ გამოიგონა სანოტო
სისტემა, ვინ იყო გვიდო არეცო და რა დაედო საფუძვლად მის გამოგონებას
|
კითხვა-პასუხი, გონებრივი იერიში
|
ინდივიდუალურად, მთელი კლასი
|
წიგნი
|
7 წთ
|
3
|
მასწავლებელი თხოვს მოსწავლეებს წინასწარ დაფაზე გამოსახულ სანოტო სისტემაზე
განათავსონ პირველი ოქტავის ნოტები, შემდეგ თხოვს ერთ-ერთმა მათგანმა ფორტეპიანოს
კლავიატურაზე აჩვენოს მცირე და პირველი ოქტავების მდებარეობა.
|
დემონსტრირება, ვერბალური ახსნა
|
მთელი კლასი
|
დაფა, მარკერი, ფორტეპიანო
|
6 წთ
|
4
|
ამის შემდეგ მასწავლებელი გამოსახავს ბანის გასაღებში მცირე ოქტავის
,,დოს“ და უკვე მოსწავლეების დახმარებით დაფაზე გამოისახება მცირე ოქტავის ნოტები,
რომლებიც იწერება ხაზებს შუა. მოსწავლეები მუშაობენ მუსიკის რვეულში.
|
დემონსტრირება
|
დაფა, მუსიკის რვეული
|
5 წთ
|
|
5
|
განტვირთვის მიზნით მოსწავლეები ასრულებენ ნასწავლ სიმღერებს (ისინი
თვითონ ირჩევენ განვლილი რეპერტუარიდან სიმღერებს) ასრულებენ მათ გუნდურად
|
პრაქტიკული სამუშაო
|
ფორტეპიანო, აუდიო ჩანაწერი
|
აუდიო დისკი, ფორტეპიანო
|
7 წთ
|
6
|
მასწავლებელი ესაუბრება მოსწავლეებს ქართული რომანსის შესახებ, კომპიუტერის
საშუალებით აჩვენებს ცნობილი ქართველი მომღერლების მიერ შესრულებულ რომანსებს. ამავე
დროს აუდიო დისკის საშუალებით ასმენინებს ალიოს მიზანდარის ორ საფორტეპიანო ნაწარმოებს:,,
აღმოსავლურ მელოდიას ,, და ,,ლეზგინკას,, ეკითხება თუ რა ემოციები გამოიწვია მათში
ამ ნაწარმოებებმა. მინი ლექციის საშუალებით აცნობს მათ ალიოზ მიზანდარის შემოქმედებას
და ახსენებს ალიოზ და ფელიქს მიზანდარების ღვაწლს, და როგორც ივანე და ზაქარია ფალიაშვილების
აღმზრდელი მუსიკაში.
|
მოსმენა, ანალიზი, მინი ლექცია
|
აუდიო დისკი, კომპიუტერი
|
მთელი კლასი
|
7 წთ
|
7
|
მასწავლებელი ყოფს კლასს სამ ჯგუფად: წიგნში მოცემული ჩანაწერის მიხედვით
პირველი ჯგუფი უკრავს ტაშს, მეორე იყენებს ჯოხებს ან ფანქრებს, მესამე ჯგუფი კი წინასწარ
მომზადებული ჟღარუნა ნივთებით ასრულებენ მარტივ რითმულ ნახაზს
|
პრაქტიკული სამუშაო
|
ჯგუფური
|
ხმები და ჟღარუნები
|
4 წთ
|
8
|
მასწავლებელი კრიტერიუმების მიხედვით აფასებს მოსწავლეებს და აძლევს
მათ დავალებას: შეისწავლონ მცირე ოქტავის ბგერები, რომლებიც იწერება, ბგერები, რომლებიც
იწერება ხაზებს შუა, გაეცნონ ალიოზ მიზანდარის შემოქმედებას და მოიპოვონ მეტი ინფორმაცია
ფელიქს და ალიოზ მიზანდარის შესახებ
|
შეფასება
|
ინდივიდუალურად და მთელი კლასი
|
წიგნი
|
4 წთ
|
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
VI.4 შეუძლია
ნოტების წერა და ამოცნობა ვიოლინოს და ბანის გასაღებში, ტაშითა და კაკუნით ასრულებს
მარტივ რითმულ სავარჯიშოებს.
VI.7 შეუძლია
გადმოსცეს მუსიკით გამოწვეული ემოციები და შთაბეჭდილება.
VI.10 იცნობს
ქართული მუსიკალური კულტურის წარმომადგენლებს.
შეფასების კრიტერიუმები:
ქულები და კრიტერიუმები
|
9-10
|
7-8
|
4-5-6
|
3-2-
|
აქტიური მონაწილეობა
|
ყოველთვის მონაწილეობს და ხშირად წარმართავს კიდეც საკლასო მსჯელობას
|
ყოველთვის მონაწილეობს
|
ხშირად მონაწილეობს
|
იშვიათად ან საერთოდ არ მონაწილეობს
|
ნოტების ამოცნობა
|
იცნობს და წერს ნოტებს ვიოლინოსა და ბანის გასაღებში
|
ამოიცნობს ნოტებს ვიოლინოს გასაღებში
|
ნაწილობრივ იცნობს ნოტებს სანოტო სისტემაზე
|
უჭირს ნოტების ამოცნობა
|
მუსიკით გამოწვეული შთაბეჭდილებების გამოხატვა
|
სრულად გადმოსცემს მუსიკის მოსმენით მიღებულ შთაბეჭდილებას და ემოციას
|
გადმოსცემს მუსიკით მიღებულ შთაბეჭდილებას
|
ნაწილობრივ შეუძლია გადმოსცეს მუსიკით მიღბული ემოცია
|
მუსიკის მოსმენის შემდეგ ვერ გადმოსცემს თავის შთაბეჭდილებას
|
საკუთარი აზრის დასაბუთებულად წარმოდგენა
|
ყოველთვის დამაჯერებლად და არგუმენტირებულად წარმოადგენს თავის მოსაზრებას
|
თითქმის ყოველთვის ასაბუთებს საკუთარ მოსაზრებას
|
ხშირად ახერხებს საკუთარი აზრის დასაბუთებას
|
უჭირს გამართულად საუბარი, ხსრად ვერ ასაბუთებს საკუთარ აზრს
|
სხვისი აზრის პატივისცემის დემონსტრირება
|
უსმენს სხვებს, და საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამს მომენილზე დაყრდნობით,
კორექტულია და ამჟღავნებს სხვისი აზრის მიმართ პატივისცემას
|
უსმენს სხვებს, და საკუთარ მოსაზრებას გამოთქვამს მომენილზე დაყრდნობით
|
უსმენს სხვებს და აცდის საუბრის დამთავრებას
|
არ უსმენს სხვებს და არ აცდის საუბრის დამთავრებას
|
ხელმოწერა:
ლამზირა ანდღულაძე;
თარიღი:
No comments:
Post a Comment